weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

თუ თავისუფლებას სახელი აქვს, მას უკრაინა ჰქვია – ევროკომისიის პრეზიდენტი

23:41 ოთხშაბათი, 23 მარტი 2022

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ თუ თავისუფლებას სახელი აქვს, მას უკრაინა ჰქვია.

„ყოველდღე თავზარდაცემულები ვუყურებთ სურათებს ალყაში მოქცეული უკრაინის ქალაქებიდან, მარიუპოლის, ხარკოვის და კიევის გარეუბნების განადგურებას. ალყისა და დაბომბვის შემდეგ ოკუპაციის რეალობა შემზარავია. ახალი საკვები ფუფუნებად იქცა. საავადმყოფოებსა და აფთიაქებში მედიკამენტები იწურება. რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ასობით ადამიანი დააკავეს.

და მაინც, ყოველდღიურად ათასობით უკრაინელი გამოდის ქუჩებში და აპროტესტებს შეჭრას. ხერსონში, ბერდიანსკში, მელიტოპოლში ოკუპანტი ჯარისკაცების წინ თავიანთ ლურჯ და ყვითელ დროშებს აფრიალებენ. ისინი არ გაჩერდნენ მას შემდეგაც კი, რაც რუსმა ჯარისკაცებმა რამდენიმე მათგანს სცემეს და ესროლეს.

პატივცემულო წევრებო, თუ თავისუფლებას სახელი აქვს, მისი სახელია უკრაინა და უკრაინის დროშა დღეს თავისუფლების დროშაა“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მან არაერთხელ მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, უკრაინაში ომი დაასრულოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]